ინტერვიუ ალექსანდრე ჩომახიძესთან
მოცემული ინტერვიუდან შეიტყობთ და გაეცნობით, საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკის შესახებ ინფორმაციას, უშუალოდ მისი კლიენტის გამოცდილების გადმოსახედიდან.
ინტერვიუერი – მოგესალმებით ალექსანდრე, მოხარული ვართ მოცემული ინტერვიუსთვის, რომ გსურთ საზოგადოებას თქვენი გამცოდილება გაუზიაროთ და ამავდროულად დაეხმაროთ მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ თქვენი ისტორია, როგორი კმაყოფილი ხართ მოცემული სტომატოლოგიური კლინიკით და რა რჩევას მისცემდით მკითხვლს.
რესპოდენტი – მოგესალმებით ლიზი, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსთივის, მართლაც კარგი საშუალებაა ეს რომ ბევრ სხვა ადამიანს დავეხმაროთ და გავაცნოთ იმის შესახებ ინფორმაცია, რომ მსგავსი მაღალი ხარისხის და სანდო სტომატოლოგიური კლინიკა არსებობს, სადაც შეუძლიათ, რომ მშვიდად ჩაიტარონ პროცედურები.
პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ წლების განამვლბოაში სამწუხაროდ ხშირად მიწევდა სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკაში მისვლა, ყველა ინდივიდუალური იყო, ზოგი ფასით განსხვავდებოდა, ზოგი ხარისხით და ზოგან სამწუხაროდ შეცდომაშიც კი შემიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ თანხა გადამეხადა და ასე ვთქვათ მოტყუებული დავრჩი.
ჩამიტარებია მრავალი პროცედურა, რომელიც კბილის შენარჩუნებას და ღრძილების ჯანრთელობას ეხებოდა, მაგრამ საბოლოოდ შემექნმა იმხელა პრობლემა არასწორი ჩარევებით, რომ შესაძლებლობა იყო კბილების სრულად დაკარგვის, ამიტომ გადავწყვიტე მომეძია სპეციალისტი და კლინიკა, რომელსაც ვანდობდი ჩემს ჯანრმთელობას და მშვიდად ჩავიტარებდი მკურნალობას, დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოვაჩინე კლინიკა „მეგა დენტი“ და მისი მთავარი ექიმი და მფლობელი ბატონი ვასილ ანთაძე
ზოგადად სანამ უშუალოდ მკურნალობაზე გადავიდოდით მინდა გითხრათ ასეთი რამ, ბავშვობიდან შიში მქონდა სტომატოლოგების და კლინიკების, ზრდსარულ ასაკშიც გადმომყვა ეგ ყველაფერი, მაგრამ რადგან მეტი გზა არ იყო ვუძლებდი ტკივილს და პროცედურებს.
საბედნიეროდ კლინიკა „მეგა დენტი“ აღმოჩნდა ის ადგილი სადაც მოსაცდელში, რომ ზიხართ იმაზე არ ფიქრობთ, რომ ახლა ჩემი რიგი მოვა და იმ საშიშ ოთახში მომიწევს შესვლა, პირველი პროცედურა რაც გავიკეთე კლინიკაში იყო სიბრძნის კბილის ამოღება, მსგავსი რამ უკვე გამოვლილი მქონდა და მოკლედ, რომ მოგიყვეთ ერთ-ერთ კლინიკაში 3 ექიმი ქაჩავდა ჩემს კბილს და უკვე ფიქრი მქონდა იმის შესახებ, რომ აქაც მსგავსი რამ მოხდებოდა, მაგრამ როდესაც დაიწყო ეს ყველაფერი კბილის ამოღებამ გასტანა ზუსტად 5 წუთი, არც მეტი არც ნაკლები და ტკივილი იყო 0, არ მეგონა მსგავსი რამ თუ არსებობდა და ასე მარტივად თუ შეიძლებოდა ამ საქმის მოგვარება, მაგრამ შედეგი სახეზე იყო.
მაგ პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე გამეცნო ბატონი ვასილი და დავლაპარაკებოდი ჩემი კბილების მდგომარეობაზე, რადგან კბილზე მქონდა კისტა და სასწრაფოდ საოპერაციო იყო ჩემი ღრძილები.
ერთხელ მაინც ბატონ ვასილს თუ გაესაუბრებით პირდაპირ მიხვდებით, რომ მისი საქმის პროფესიონალია, რომელიც თქვენს მარტივ ენაზე აგიხსნით ყველაფერს და სწორედ იმ მკურნალობას ჩაგიტარებთ და დაგინიშნავთ რაც თქვენ გჭირდებათ, ალბათ გქონიათ გამოცდილება ექიმებთან, რომელიც გთავაზობთ რომ ამ კონკრეტულ ფასში ასე გიმკურნალებთ, ხოლო ამ კონკრეტულ ფასში სხვა მეთოდებით, ბატონ ვასილში ის მომეწონა, რომ მითხრა ის მე რაც მჭირდებოდა და არ შემომთავაზა არასწორი ალტერნატივა.
ოპერაციამ ჩაიარა იდეალურად, მსგავსი ოპერაცია სამწუხაროდ აქამდე ჩამიტარებია რამაც შედეგი არ მოიტანა და მჭირდებოდა განმეორებითი, რომელიც თავად ბატონ ვასილ ანთაძემ გამიკეთა, ოპერაცია მიმდინარებოდა ნარკოზის გარეშე, რაც მაინც შიშს მგვირდა მაგრამ, როგორც აქამდე ახლაც ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, პროცედურამ დაახლოებით 1 საათი მოითხოვა, ხოლო პროცესში ბატონი ვასილი მიყვებოდა თუ რა ხდებოდა ოპერაციის დროს, რაც ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო და საკმაოდ მამშვიდებდა, ამიტომ ოპერაციის დროს და შემდეგაც არ მქონია არანაირი დისკომფორტი და ტკივილი, ახლა ვასრულებ პროცედურებს და რამოდენიმე დღეში სრულფასოვანი იმპლანტი მექნება რაზეც სხვა სტომატოლოგიურები საკმაოდ ცუდ ალტერნატივებს მთავაზობდნენ.
რომ შევაჯამოთ ეს საუბარი მინდა გითხრათ, რომ წლების მანძილზე აღმოვაჩინე სტომატოლოგიური კლინიკა „მეგა დენტი“ სადაც მისვლის შიში არ მაქვს და საკმაოდ მშვიდად ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი ჩემს გარშემო არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზე.
საკმაოდ კრიტიკული ვარ, არასოდეს ვამბობ რამეზე საუკეთესოს ან ადამიანზე საუკეთესოს თუ ნამდვილად ასეთი არ არის, პროფესიით ვარ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და ინტერნეტ სივრცით და პირადი საუბრით ყოველთვის ვცდილობ თუ შანსი მომეცემა მეგობრებს და საზოგადოებას გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ყველას ვურჩიო მოცემულ სტომაგოლოგიურს ეწვიოს.
ინტერვიუერი – დიდი მადლობა ასეთი პირდაპირი და სწორი აღწერისთვის ალექსანდრე, იმედი გვაქვს მოცემულ ინტერვიუს სწორედ ის ადმაიანი წაიკითხავს ვისაც თქვენსავით პრობლემა ქონდა მისთვის სასურველი სტომატოლოგიურის და სპეციალისტის მოძიებაში, წარმატებებს გისურვებთ და რაც მთავარია ჯანმრთელობას.